ექსკურსია ვარიანში
ესეც ექსკურსია... კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი იაკობ გოგებაშვილის ფასდაუდებელ ღვაწლს. მოვინახულეთ მისი სახლ-მუზეუმი, დავათვალიერეთ მისი ნივთები, მის სიცოცხლეში გამოცემული წიგნები. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე საკლასო ოთახმა, იმდროინდელმა მერხებმა და სხვა ნივთებმა: საწნახელი, გუთანი,კევრი...
მოვილოცეთ კარის ეკლესია, სადაც იაკობის მამა-სიმონ გოგებაშვილი მოღვაწეობდა და სოფლის ბავშვებს უანგაროდ ასწავლიდა ულამაზეს ქართულ ასოებს. ახალიც ბევრი გავიგეთ და კარგადაც ვიმხიარულეთ..
იხ. სურათები
https://photos.app.goo.gl/Hv9nhAPmGMH1KCBC7
ექსკურსი ბორჯომში
2022წ
ექსკურსია მცხეთა-საგურამოში
(2022წ)
9 ოქტომბერს მე-4 ა კლასი იმყოფებოდა სასწავლო–შემეცნებით ექსკურსიაზე. ერთობლივი შეთანხმებით შემუშავდა შემდეგი მიმართულება:
საგურამო – მცხეთა–შიომღვიმე.
თავდაპირველად საგურამოს ვესტუმრეთ.კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი დიდებული ქართველის, წმინდანად შერაცხული– ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
თავდაპირველად საგურამოს ვესტუმრეთ.კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი დიდებული ქართველის, წმინდანად შერაცხული– ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
ექსკურსია საჩხერეში
2023 წელი
ასე გავაცილე ჩემი პატარები , ოთხი წელიც გაფრენილა...
კარალეთის №1 სააჯრო სკოლის IV(ა) კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ექსკურსია საჩხერეში, კერძოდ, სხიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში. ბავშვების თალწინ გაცოცხლდა აკაკი, როდესაც გიდმა ბავშვებს ბავშვური ენით გააცნო იქაურობა. ნახეს სოფელი სავანეც, სადაც აკაკი ექვსი წელი იზრდებოდა .
No title - Kizoa Movie Maker
0 коммент.:
Отправить комментарий