ანბანის შემობრძანება I - ა კლასში
სწორედ ამ საოცარ მოვლენას მიეძღვნა 1-ა კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი. გაკვეთილი, რომელიც ამაღლებული განწყობით, პატარების აციმციმებული თვალებითა და გაცისკროვნებული სახით უჩვეულო და საზეიმო განწყობას ქმნიდა.
წინასაანბანო პერიოდში გავლილი მასალის შეჯამების შემდეგ პატარები ლექსებით მიესათუთნენ ათასჯერ ნაფერებ ქართულ ანბანს. შესაშური იყო მათი სიყოჩაღე და თავის გამოჩენის სურვილი, რათა ,,ცოდნის სკივრიდან’’ რაც შეიძლება მალე სწვეოდათ ქართული ანბანი.
მინდა ვისურვო, რომ ეს ლამაზი დღე დასაბამი იყოს კლასის ლამაზი და საინტერესო ცხოვრების დაწყებისა, მინდა კიდევ ერთხელ გზა დავულოცო ყველა პირველკლასელს ცოდნის უკიდეგანო სამყაროში! მე უკვე მათ გულისცემას ვგრძნობ, ჩვენ ხომ ერთად უნდა მივიდეთ ფინიშამდე, მე წელს თავიდან დავიწყე ახალი კარის გასაღების მოსაპოვებლად ბრძოლა-
გზა დამილოცეთ ჩემს პატარებთან ერთად!
იხილეთ სურათები:
https://photos.app.goo.gl/SpTw12abarMEvumu5
https://photos.app.goo.gl/31AfJVueXBtDgXai7
26 დეკემბერს, კარალეთის N1 საჯრო სკოლის პირველმა კლასმა ახალი წლის დადგომა მიულოცეს მშობლებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს.
ბავშვებმა მხიარულად გააცილეს 2019 წელი და თოვლის ბაბუასთან ერთად სიხარულით შეეგებნენ 2020 წლის დადგომას.
იხილეთ სურათები:
https://photos.app.goo.gl/3wgWLBTXyXAuvCxj8
22 აპრილი - დედამიწის დღე
ქართველი ოლიმპიელი სტუმრად კარალეთის N1 საჯარო სკოლაში.
კარალეთის N1 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი. სპორტსმენმა მოსწავლეებთან თავისი წარმატების, სპორტის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
წარმატებულ ადამიანთან პირისპირ შეხვედრა და მასთან საუბარი ძალიან სასარგებლოა აღმზრდელობითი კუთხით. მოსწავლეებისთვის ამ დროს სამაგალითო ხდება ის გზა, რომელზეც მოწვეული სტუმარი საუბრობს. ამ დროს ის უზიარებს საკუთარ გამოცდილებას, მიღწევებს, მოუთხრობს სირთულეებსა თუ გამარჯვებებზე, და რაც მთავარია, იმ შრომაზე, რომელიც ამ წარმატებას დასჭირდა. საერთოდ, ცნობილია, რომ ცოცხალი მაგალითები მეტ სტიმულს და მოტივაციას იწვევს, უფრო დამარწმუნებელია, ვიდრე წაკითხული ან გაგონილი. როცა პიროვნება თავად ესაუბრება წარმატების შესახებ, ბავშვი მეტად ენდობა, მოტივირებულია, უკვირდება და უფიქრდება, თუ რა შრომის ფასი უჯდება ეს წარმატება ადამიანს.
ღონისძიება: „არ ვიცით? ვიცით!“
2021 წლის 15 ივნისი
მე-2 კლასი
ზღაპარი: „კონკია“
იხილეთ სურათები
No title - Kizoa Movie Maker
0 коммент.:
Отправить комментарий