I კლასი
ქართული
ენა და ლიტერატურა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მიმართულება:
|
||
ზეპირმეტყველება
|
კითხვა
|
წერა
|
ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია
მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება
ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
ქართ. I. 2. მოსწავლეს შეუძლია
გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
ქართ. I. 3. მოსწავლეს შეუძლია
მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია
მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და
გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. I. 5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს
ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
|
ქართ. 1. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური
პრინციპის გაგება და გამოყენება.
ქართ. I. 7. მოსწავლეს
შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
ქართ. I. 8. მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის
მარტივი ტექსტის (მაგ., ინსტრუქციის,
მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.) წაკითხვა და გაგება.
ქარ.
ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან
მუშაობის საწყისი ჩვევები.
ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.
|
ქართ. I. 12.
მოსწავლეს
შეუძლია ანბანის ყველა ასოს გამოწერა.
ქართ. I. 13.
მოსწავლეს შეუძლია კარნახით წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან
/ დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.
ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.
ქართ. I. 15. მოსწავლეს
შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. I. 1.
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია
სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასრულებს
მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
·
უცნობი სიტყვების
მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
·
მონაწილეობს
სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად
ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);
·
ამოიცნობს და იყენებს
სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს
(მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა და ა. შ.).
ქართ. I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი
ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მინიშნებებზე, ილუსტრაციებზე
და ა. შ. დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·
აღწერს ილუსტრაციას (აღწერს
მოქმედებას, ასახელებს საგნებს, სწორად აღწერს საგანთა განლაგებას: წინ, უკან,
ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ);
·
მეტყველებისას იყენებს
წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის
ინტონაციას;
·
წინასწარ მიცემული გეგმის /
ინსტრუქციის მიხედვით გადმოსცემს ფაქტებს.
ქართ. I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების
ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს
სიტყვაში;
·
პაუზით გამოყოფს სიტყვებს
ერთმანეთისგან;
·
იყენებს საკავშირებელ
სიტყვებს (და, რომ, მაგრამ...);
·
წინადადების დასრულებას
გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
·
თავს არიდებს პარაზიტი
ჩანართების („ესე იგი“, „დიახ“, „მნა-მნა“...) გამოყენებას სამეტყველო პაუზების
დროს.
ქართ. I. 4.
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის
ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს ზღაპარს
დასაწყისისა და დასასრულის ფორმულების მიხედვით („იყო და არა იყო რა“; „ჭირი იქა,
ლხინი აქა“...);
·
სვამს / პასუხობს შეკითხვებს
მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
·
ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ
ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
·
ამოიცნობს პერსონაჟის
ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);
·
მონაწილეობს პერსონაჟის
ჯგუფურ დახასიათებაში;
·
მონაწილეობს ტექსტის
სახელდახელო ინსცენირებაში, ირჩევს როლის შესატყვის ინტონაციასა და ჟესტ-მიმიკას;
·
ქმნის ტექსტის ცალკეული
მონაკვეთის/მონაკვეთების ილუსტრაციებს და ასათაურებს მათ;
·
აფასებს მოსმენილს (მომეწონა
/ არ მომეწონა);
·
აფასებს პერსონაჟს და მის
საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
·
იხსენებს მოსმენილის მსგავს
ამბავს.
ქართ. I. 5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს
აერთიანებს სიტყვებად;
·
ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის
სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
·
მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ
სიტყვებში ან სურათებზე ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც შეიცავს წინასწარ
მითითებულ ბგერას/ზეპირ მარცვალს;
·
მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი (მაგ.,
ერთმარცვლიან სიტყვას ერთი რკალით ½, ორმარცვლიანს - ორი რკალით ½½ და ა.შ.);
·
ამოიცნობს სიტყვაში მითითებული
მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს
მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს
მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
·
მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს
სიტყვებს და სიმბოლური ნიშნით აღნიშნავს მათს რაოდენობას (მაგ., წითელქუდა ბებიასთან წავიდა – სამი ხაზი: ________ ________ ___________);
·
სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს
აერთიანებს სიტყვებად;
·
განარჩევს მსგავსი ჟღერადობის
მარცვლებს/სიტყვებს;
·
სიტყვის სათანადო მარცვალში პოულობს
ბგერის ადგილმდებარეობას (მარცვლის დასაწყისში, შუაში, ბოლოში).
მიმართულება: კითხვა
ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და
გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადარებს სხვადასხვა სიტყვის
ორთოგრაფიულ ხატებს, პოულობს საერთო მარცვლებს, ასოებს;
·
ნაცნობ სიტყვებში ცნობს და
წარმოთქვამს ასოებს;
·
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს
წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
·
ასოებს ამთლიანებს მარცვლებად,
მარცვლებს - სიტყვებად;
·
სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს
მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;
·
ასოებისაგან, მარცვლებისაგან აწყობს
სიტყვას;
·
ცნობს ანბანის ყველა ასოს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკავშირებს ასოებს ბგერებთან და
ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
·
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს
მითითებულ სიტყვას;
·
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან
დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის
ტექსტებს;
·
წინადადების საზღვრების
შესაბამისად აკეთებს პაუზას;
·
აგრძელებს სხვის მიერ
დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
ქართ.
I. 8. მოსწავლეს შეუძლია
პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის (მაგ.,
ინსტრუქციის, მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.) წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს
პირობას;
·
იგებს და ასრულებს მარტივი
ენით დაწერილ სამ ან ოთხსაფეხურიან ინსტრუქციებს
(მაგ., მითითებების მიხედვით ამზადებს დეკორაციას, დესერტს, ქმნის მარტივ
ნაკეთობას და სხვ.);
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.
ქარ. I. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს
წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხატავს/აფერადებს მოსმენილი/წაკითხული ნაწარმოების პერსონაჟს;
·
სათამაშოების/ნივთების კიდობნიდან ამოარჩევს საგნებს,
რომლებიც წაკითხული / მოსმენილი ტექსტის მთლიან შინაარსს / ცალკეულ ეპიზოდს
ეხმიანება და ხსნის, რატომ აირჩია ესა თუ ის ნივთი;
·
ნაწარმოების მოსმენის/წაკითხვის შედეგად მიღებული
შთაბეჭდილების, აღძრული გრძნობების/ემოციების გადმოსაცემად ქმნის კოლაჟს მის მიერ
შეგროვებული მასალით (ფოთლებით, ყვავილებით, ხის ტოტებით და ა.შ.);
·
ქმნის მთლიანი ზღაპრის ან ცალკეული ეპიზოდის
ილუსტრაციებს;
·
სხვა მოსწავლის მიერ შექმნილ ილუსტრაციებზე
დაყრდნობით ამოიცნობს ნაცნობ ზღაპარს / მოთხრობას / ლექსს.
ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხვისას წიგნს დაიკავებს სწორად, სათანადო დისტანციაზე;
·
კითხვისას იყენებს მისთვის
ხელსაყრელ ხერხს (მაგალითად, თითს აყოლებს ტექსტს);
·
ფორმალური ნიშნების მიხედვით
(მაგ., ილუსტრაციების, მსხვილი შრიფტისა და ა. შ. მეშვეობით) ამოიცნობს საბავშვო
წიგნს, ჟურნალს;
·
განარჩევს ერთმანეთისაგან წიგნის გარეკანს, თავფურცელს,
სათაურს, ძირითად ტექსტს, ავტორის გვარსა და
სახელს, ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს;
·
განარჩევს ერთმანეთისაგან ტექსტის სიტყვიერ და არასიტყვიერ
ნაწილებს (ილუსტრაციებს, პირობით ნიშნებს).
ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ტექსტში ამოიცნობს აბზაცის,
სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
·
ითვლის ტექსტში აბზაცების რაოდენობას,
აბზაცში – სტრიქონებისას, სტრიქონში –
სიტყვებისას, სიტყვებში კი – ასოებისას;
·
მთლიანობაში აკვირდება
ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს
(სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს,
მაგ., მსხვილ შრიფტს და სხვ.);
·
პოულობს სასვენ ნიშნებს
(მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს და სხვ.).
მიმართულება: წერა
ქართ. I. 12.
მოსწავლეს შეუძლია ანბანის ყველა ასოს გამოწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
აღწერს კონკრეტული ასოს
ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს (მაგ., სად არის სწორი ხაზი, რგოლი, რკალი, საით
მრგვალდება რკალი, რამდენი რკალია და
ა.შ.);
·
ჰაერში ხელის სწორი მოძრაობით გამოსახავს ნაცნობი ასოს ფორმას;
·
ხელის სწორი მოძრაობით წერს ანბანის
ყველა ასოს შესაბამისი მიმართულებით;
·
იცავს ხაზოვან სისტემაში
ასოთა განლაგების პრინციპს.
ქართ. I. 13. მოსწავლეს შეუძლია კარნახით წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან /
დაფიდან მარტივი წინადადებების
გადაწერა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იცავს მანძილს ასოებს შორის;
·
ნაბეჭდი ფურცლიდან/დაფიდან
გადაწერს სიტყვებს, წინადადებებს;
·
კარნახით წერს ასოებს,
მარცვლებს, სიტყვებს;
·
მოცემული ბგერებით ადგენს სიტყვებს
ზეპირად და შემდეგ წერს;
·
დამოუკიდებლად წერს სიტყვებს, რომელთა
ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია.
ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების
შედგენა ნაცნობ თემებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წერის პროცესში სათანადოდ იყენებს საგნების, მათი
თვისებებისა და მოქმედების გამომხატველ სიტყვებს;
·
მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით აგებს
მარტივ წინადადებას;
·
სიტყვების დასაკავშირებლად
მართებულად იყენებს კავშირებს (და, მაგრამ...);
·
წერილობით პასუხობს მარტივ
კითხვებს;
·
სათანადოდ იყენებს სასვენ
ნიშნებს წინადადების ბოლოს.
ქართ. I. 15. მოსწავლეს შეუძლია გარკვეული
საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოდელის მიხედვით ქმნის და აფორმებს
სხვადასხვა სახის ყოფით ტექსტებს (მისალოც ბარათს, საყვარელი კერძების მენიუს,
გამაფრთხილებელ აბრას და სხვ.);
·
ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
·
წარწერას უკეთებს ილუსტრაციას.
პროგრამის შინაარსი
შედეგების
მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:
1.
ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
ძირითადი თემატიკა: ბგერა და
ასო; მარცვალი. კავშირი და განსხვავება დონეებს შორის: სიტყვა - წინადადება; მარტივი წინადადების აგება;
თხრობითი, კითხვითი და ბრძანებითი წინადადებების ინტონაციის გამოხატვა; წინადადება
- დასრულებული აზრი.
2. ენის კომუნიკაციური ასპექტები
ძირითადი თემატიკა: მოსმენისა და საუბრის წესები; თავაზიანი
მეტყველება; მეტყველების ეტიკეტური ფორმები (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის
მოხდა, მადლობის გადახდა, თხოვნა); სიტყვიერი და არასიტყვიერი კომუნიკაცია
(ჟესტები, მიმიკა, ხმის დონეები, ინტონაცია); წერილობითი ტექსტის გრაფიკული
სტრუქტურა: ტექსტი, აბზაცი, სტრიქონი, წინადადება, განსხვავებული ტიპის შრიფტები,
ილუსტრაციები. ტექსტი, სათაური, ავტორი.
3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
ძირითადი თემატიკა: მცირე
ზომის ლექსები, მოთხრობები და ზღაპრები თანატოლებზე, სამშობლოზე,
მეგობრობაზე, სიმართლეზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, ცხოველებზე, სიკეთესა
და ბოროტებაზე, ადამიანისა და ბუნების
ურთიერთობაზე.
საკითხავი მასალა: ლიტერატურული და ხალხური ზღაპრები; მცირე ზომის ფოლკლორული ტექსტები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, ლექსები; ქართული
და უცხოური საბავშვო კლასიკა და თანამედროვე მწერლების ზღაპრები, მოთხრობები,
კომიქსები, ქართული საბავშვო ლექსები.
[1] სიტყვის
ორთოგრაფიული ხატის ცნობა – მთლიანი სიტყვის ამოცნობა დამარცვლა-დანაწევრების
გარეშე, ე.წ. პირდაპირი გზით. თუკი
მოსწავლეს მეხსიერებაში აქვს კონკრეტული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატი, ანუ სიტყვის შემადგენელი ასოების მოწესრიგებული
თანამიმდევრობა, იგი დანახვისთანავე აკავშირებს ამ ხატს სიტყვის მნიშვნელობასთან.
[2] გაშიფვრა – გრაფიკული ხატის
აკუსტიკურ ხატად კონვერტირება,
ანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან; ბგერების
სიტყვად გამთლიანება,
აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება.
მათემატიკა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი
შედეგები
მიმართულებების მიხედვით:
რიცხვები და მოქმედებები
|
კანონზომიერებები და ალგებრა
|
გეომეტრია და სივრცის აღქმა
|
მათ. I.1. მოსწავლეს
შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია
რიგობრივი რიცხვითი სახელების გამოყენება.
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია
ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები
და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
მათ. I.4. მოსწავლეს შეუძლია
რაოდენობების შეფასება და შედარება.
|
მათ. I.5. მოსწავლეს შეუძლია განავრცოს, წარმოადგინოს და ერთმანეთს შეადაროს
საგნების პერიოდული განლაგებები (მიმდევრობები).
|
მათ. I.6. მოსწავლეს
შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.
მათ. I.7. მოსწავლეს შეუძლია
ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის
ამოცნობა.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება:
რიცხვები და მოქმედებები
მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები
და რაოდენობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა
ერთობლიობას და პირიქით – მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს;
· ქმნის ტოლი რაოდენობის საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობას მათი დაწყვილებით;
· კითხულობს და წერს რიცხვებს; გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის
გამოყენებით;
· გამოყოფს მითითებული რიცხვების
შესაბამისი რაოდენობების ჯგუფებს გროვაში (მაგალითად, გამოყოფს ათეულს გროვაში).
მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობრივი რიცხვითი
სახელების გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ითვლის წინ/უკან ნებისმიერი რიცხვიდან, განმარტავს
11-დან 20-მდე რიცხვების სახელდებას; ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო
რიცხვებს;
·
საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში ასახელებს
მითითებული საგნის რიგს; მოცემული თანმიმდევრობით და მითითებულ პოზიციებზე განათავსებს საგნებს;
·
იყენებს რიგობრივ რიცხვით სახელებს მოვლენათა ან
ქმედებათა თანმიმდევრობის აღწერისას;
·
ადეკვატურად იყენებს ნულს და მის აღმნიშვნელ სიმბოლოს
შესაბამის სიტუაციებში;
·
განასხვავებს და ასახელებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტებს და ბანკნოტებს)
20-ის ფარგლებში.
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან
დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობის და შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში (მაგალითად, "დავუმატოთ",
"მოვაკლოთ", მიმატება - გაზრდა; გამოკლება – შემცირება,
განცალკევება, განსხვავება);
· ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს
განსხვავებას (მაგალითად, “რამდენით გაიზარდა/შემცირდა?")
და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს;
· ზეპირად ანგარიშისას იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს და
ახდენს შეკრება-გამოკლების მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას მოდელის გამოყენებით;
· მოცემული გროვისათვის ასახელებს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე
შესავსებად საჭირო დამატებით რაოდენობას; ზეპირად ასრულებს 10-ის გავლით
შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას.
მათ. I.4. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების შეფასება და შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· დაუთვლელად ასახელებს ზუსტ რაოდენობას ერთგვაროვან, მცირე ზომის საგანთა
გროვაში (საგანთა რაოდენობა არ აღემატება 5-ს) და ამოწმებს თავის პასუხს;
· აკავშირებს "-ით" მეტობა/ნაკლებობას შეკრება/გამოკლების
მოქმედებებთან და ახდენს ამის მოდელზე დემონსტრირებას;
· საგანთა დაწყვილებით ადარებს რაოდენობებს გროვებში, იყენებს შესაბამის
ტერმინებსა და აღნიშვნებს () და განსაზღვრავს განსხვავებას ("რამდენით
მეტი/ნაკლები?");
· ირჩევს ორი გროვიდან ერთს, რომელშიც საგნების რაოდენობა დაახლოებით
მოცემული რიცხვის ტოლია, ამოწმებს თავის ვარაუდს.
მიმართულება:
კანონზომიერებები და ალგებრა
მათ. I.5. მოსწავლეს შეუძლია განავრცოს,
წარმოადგინოს და ერთმანეთს შეადაროს საგნების პერიოდული განლაგებები
(მიმდევრობები).
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მიმდევრობის მოცემული ფრაგმენტის მიხედვით ავსებს ამ მიმდევრობის
რამდენიმე თანმიმდევრულ ღია პოზიციას;
· ადარებს ერთნაირი საგნებით წარმოდგენილ ორ მოცემულ მიმდევრობას
(რომლებშიც საგანთა რაოდენობა ტოლია) და შესაბამის შემთხვევაში მიუთითებს იმ მიმდევრობებს,
რომლებიც განლაგების ერთსა-და-იმავე წესს ემორჩილება;
· სიტყვიერად მოცემული წესის მიხედვით, მიმდევრობით განალაგებს მხოლოდ
ერთი ატრიბუტით განსხვავებულ საგნებს (მაგალითად, ერთი ზომის ბურთების ასეთ მიმდევრობას: წითელი ბურთი, ლურჯი ბურთი,
წითელი ბურთი . . .).
მიმართულება:
გეომეტრია და სივრცის აღქმა
მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია
ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ყოფითი დანიშნულების საგნებში ან მათ ილუსტრაციებში უთითებს დასახელებულ
ბრტყელ ფიგურებს;
· შეარჩევს მითითებული ფიგურის მოდელს შერეული გროვიდან;
· აღწერს მითითებულ გეომეტრიული ფიგურას (მაგალითად, ასახელებს მოცემული მრავალკუთხედის წვეროების
რაოდენობას).
მათ. I.7. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული
ფიგურების გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· რომელიმე ხერხით (მაგალითად, აპლიკაციით ან ნახატის საშუალებით) ქმნის
დასახელებული ფორმის ბრტყელი ფიგურის მოდელს ან გამოსახულებას;
· უთავსებს სხვადასხვა ბრტყელი ფიგურების მოდელებს ერთმანეთს ნიმუშზე
მოცემული გამოსახულების (ნახატის) მისაღებად;
· სწორად პასუხობს კითხვებზე ობიექტთა ურთიერთმდებარეობის
(მარჯვნივ/მარცხნივ, ზემოთ/ქვემოთ, წინ/უკან) შესახებ;
· მითითებული წესით აერთებს რამდენიმე წერტილს სიბრტყეზე და მონიშნავს
გზას მითითებულ ობიექტამდე მარტივ სქემაზე.
პროგრამის შინაარსი
1.
ნატურალური რიცხვები 20-ის ფარგლებში და 0
2. რიცხვის ცნების სხვადასხვა ასპექტი
3. რიცხვების გამოყენება
4.
საგნების საშუალებით წარმოდგენილი პერიოდული
მიმდევრობები.
5.
ბრტყელი ფიგურები:
სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ხუთკუთხედი, ექვსკუთხედი, წრე.
6.
მარტივი სქემები
სიბრტყეზე (მაგალითად, წირებით შეერთებული წერტილები).
I კლასი
ბუნებისმეტყველება
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი
შედეგები
მიმართულებების მიხედვით:
ცოცხალი
სამყარო
|
სხეულები
და მოვლენები
|
დედამიწა
და გარესამყარო
|
ადამიანი
და გარემო
|
ბუნ.I.1.მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.
ბუნ.I.2.მოსწავლეს
შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
|
ბუნ.I.3.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს
სხეულებს/მოვლენებს შორის მსგავსება და
განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით.
|
ბუნ.I.4.მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სკოლის ტერიტორიაზე.
ბუნ.I.5.მოსწავლეს
შეუძლია
დაახასიათოს
დღე-ღამის
მონაცვლეობასთან
დაკავშირებული
მოვლენები.
ბუნ.I.6. მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა.
|
ბუნ.I.7.მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო
ქცევის
ელემენტარული წესების
დაცვა.
ბუნ.I.8.მოსწავლეს შეუძლია დამოკიდებულების
გამოხატვა საკუთარი
გარემოსადმი.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი
ინდიკატორები:
მიმართულება:
ცოცხალი სამყარო
ბუნ.I.1.მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს შეგრძნების
ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ჩამოთვლის
ადამიანის შეგრძნებებს და აღწერს მათ როლს გარემომცველი ობიექტების ამოცნობასა და პირად უსაფრთხოებაში (მაგ., როგორ გვეხმარება გარეგნული
ნიშნები და სუნი საკვების ვარგისიანობის დადგენაში; როგორ
შეგვიძლია ხმის საშუალებით დავადგინოთ, გამართულად მუშაობს თუ არა რომელიმე
ხელსაწყო);
· შეგრძნებებს
უკავშირებს შესაბამის ორგანოებს;
· უკავშირებს
ობიექტის ზოგიერთ მახასიათებელს შესაბამის
შეგრძნების ორგანოს (მაგ., ფერი, ფორმა - თვალი; გემო - ენა);
·
შეგრძნების ორგანოების (ერთდროულად ორის) დახმარებით
აღწერს მისთვის ნაცნობი ობიექტების მახასიათებლებს (მაგ., ლიმონი ყვითელი და მჟავეა,
თოვლი თეთრი და ცივია);
· იყენებს
მარტივ ხელსაწყოებს (მაგ., ლუპა,
სტეტოსკოპი) ობიექტის აღსაქმელად.
ბუნ.I.2.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები
გარეგნული ნიშნების მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აღწერს
ადამიანს (საკუთარ თავს) თვალსაჩინო გარეგანი ნიშნების მიხედვით;
·
აჯგუფებს
ორგანიზმებს მცენარეებად და ცხოველებად და
აღწერს მათ განმასხვავებელ ნიშნებს;
·
ცხოველების
და მცენარეების მრავალფეროვნების
გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., ერთნაირია თუ არა სკოლის ეზოში მდგარი სხვადასხვა
ხის ფოთლები?) და ეძებს
პასუხებს.
მიმართულება: სხეულები და მოვლენები
ბუნ.I.3.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულებს/მოვლენებს
შორის მსგავსება და განსხვავება არსებითი
ნიშნების მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადარებს და აჯგუფებს
სხეულებს ერთი ან ორი ნიშნით საკლასო ოთახში, სახლში, ბუნებაში, ილუსტრაციებზე,
მსჯელობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე (მაგ., მერხი და
საწერი მაგიდა);
·
აკვირდება და განასხვავებს მოძრავ და უძრავ სხეულებს
საკლასო ოთახში, სკოლის ეზოში, ქუჩაში;
·
პოულობს მსგავსი
დანიშნულების საგნებს სახლსა და სკოლაში და აღწერს მათ;
·
აღწერს და განასხვავებს ბუნებრივ სხეულებსა (მაგ.,
ხე, ქვა) და ადამიანის მიერ დამზადებულ საგნებს (მაგ., მაგიდა, აგური).
მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- აფიქსირებს სასწავლო გარემოში (მაგ., საკლასო ოთახი, სკოლის დერეფანი,
სკოლის ეზო)
ობიექტების დანიშნულებასა და მათ მდებარეობას საკუთარი თავის მიმართ (მისგან: შორს - ახლოს, ზემოთ - ქვემოთ, წინ - უკან, მარჯვნივ - მარცხნივ);
- სკოლაში აგნებს მისთვის მნიშვნელოვან ადგილებს (მაგ., საკლასო ოთახი, სპორტული დარბაზი,
ტუალეტი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, ადგილი, სადაც უნდა დაელოდოს უფროსს);
·
ხატავს სასწავლო გარემოს
შესაბამისი ობიექტებით (მაგ., სკოლის
შენობა, ეზო, საკლასო ოთახი).
ბუნ.I.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს დღე-ღამის მონაცვლეობასთან დაკავშირებული მოვლენები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ბუნებაში ან ილუსტრაციებზე ამოიცნობს
ციურ სხეულებს (მზე, მთვარე, ვარსკვლავები);
·
აღწერს საკუთარი აქტივობების მონაცვლეობას დღე-ღამის
განმავლობაში და უკავშირებს კონკრეტულ
დროს (მაგ., დილის 9 საათი - სწავლის
დაწყება, საღამოს 6 საათი - საყვარელი ტელეგადაცემა);
·
აღწერს
ცხოველთა (მაგ., ღამურა, შინაური
ცხოველები, მწერები) ქცევას დღე-ღამის განმავლობაში, გადმოსცემს მისთვის
საინტერესო ისტორიას და აკეთებს
ჩანახატებს.
ბუნ.I.6.მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აგროვებს ბუნებრივ სხეულებს (მაგ., ქვები, გირჩები, ნაყოფები), აჯგუფებს
მათ თვალსაჩინო ნიშნის მიხედვით (ფერი, ფორმა, ზომა, სიმძიმე ან სიმაგრე) და აღწერს მათ;
·
აკვირდება და აღწერს მის გარშემო არსებულ ობიექტებს;
·
დაკვირვების საფუძველზე აღწერს ლოკალურ გარემოს და ქმნის ნახატებს.
მიმართულება: ადამიანი და გარემო
ბუნ.I.7.მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო
ქცევის ელემენტარული
წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს და განმარტავს
ქუჩაში მოძრაობის წესების ამსახველ
ძირითად პირობით ნიშნებს (არა
უმეტეს სამი საპირისპირო წყვილისა), ხსნის მათი დაცვის აუცილებლობას;
·
ასახელებს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის და სკოლის მისამართს;
·
მსჯელობს საყოფაცხოვრებო ნივთების (მაგ., მაკრატელი, ჩაქუჩი, ფანქრის სათლელი) უსაფრთხო მოხმარების წესებზე;
·
საუბრობს ცხოველებთან და
მცენარეებთან უსაფრთხო ურთიერთობაზე;
·
ასახელებს პირადი ჰიგიენის
ნივთებს (მაგ., სავარცხელი, კბილის
ჯაგრისი, პირსახოცი), აღწერს მათ
დანიშნულებას და მოხმარების წესებს;
·
საუბრობს
კომპიუტერით სარგებლობის ჰიგიენური ნორმების (კომპიუტერით სარგებლობის
ხანგრძლივობა, მანძილი მონიტორსა და მოსწავლეს შორის) დაცვის აუცილებლობაზე.
ბუნ.I.8.მოსწავლეს შეუძლია
საკუთარი
გარემოსადმი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
მონაწილეობს სასკოლო გარემოში ქცევის ელემენტარული წესების შემუშავებაში მასწავლებელთან ერთად და იცავს მათ;
· უფრთხილდება და უვლის პირად,
თანაკლასელების ნივთებსა და სასკოლო ინვენტარს;
· განასხვავებს სუფთა და
დანაგვიანებულ გარემოს, სიტყვიერად ან ჩანახატების სახით გადმოცემს საკუთარ განწყობას კონკრეტული
გარემოს მიმართ;
· იცავს გარემოში სისუფთავეს და აღწერს ამ
მიზნით საკუთარი ქმედების მნიშვნელობას
(მაგ.,
საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება);
·
თანაკლასელებს
უზიარებს საკუთარ დამოკიდებულებას
საყვარელი ნივთების, მცენარეებისა და ცხოველებისადმი და ახასიათებს მათ მისთვის
გამორჩეული ნიშან – თვისებებით;
·
აღწერს
და აჯგუფებს კონკრეტულ გარემოს ადამიანის აქტივობის მიხედვით (მაგ., საძინებელი - ძილი, საკლასო ოთახი - სწავლა).
პროგრამის შინაარსი
გარემოს აღქმა - შეგრძნებების ორგანოები და შეგრძნებები: კანი – შეხება, თვალი – მხედველობა, ენა – გემო,
ცხვირი – ყნოსვა, ყური – სმენა.
სხეულთა თვისებები - სხეულის თვისებები:
ფერი, ფორმა, ზომა, მძიმე, მსუბუქი, სიგლუვე,
გამჭვირვალობა, სუნი, გემო.
ცოცხალი ობიექტების მრავალფეროვნება - ადამიანი
(საკუთარი თავი) და მისი აღნაგობა; მცენარეების და ცხოველების
მრავალფეროვნება (მაგ., ხე, ბუჩქი, ბალახი; ხილი, ბოსტნეული; შინაური და
გარეული ცხოველები);
ცა და
დედამიწის ზედაპირი - მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ღრუბელი.
დღე და ღამე - კვირის დღეები; დღე-ღამის მონაცვლეობა.
სხეულთა
შედარება - ბუნებრივი და ადამიანის მიერ დამზადებული სხეულები.
სასკოლო გარემო - სკოლაში ქცევის წესები;
სასწავლო გარემოს ობიექტები: სკოლის შენობა, საკლასო ოთახი, სკოლის ეზო, სპორტული
დარბაზი, ტუალეტი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი და სხვ.;
სასკოლო
ინვენტარი;
პირადი და საერთო სარგებლობის სასკოლო ნივთები.
უსაფრთხო
ქცევის წესები - ქუჩაში უსაფრთხო მოძრაობის ძირითადი პირობითი ნიშნები:
შუქნიშანი, გადასასვლელი;
საყოფაცხოვრებო
ნივთების უსაფრთხო გამოყენების ელემენტარული წესები: ელექტროხელსაწყოები;
ცხოველებთან და მცენარეებთან უსაფრთხო
ურთიერთობის წესები.
პირადი ჰიგიენა
პირადი
ჰიგიენის ნივთები: კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, პირსახოცი.
მიმართებითი ტერმინები: შორს -ახლოს,
ზემოთ - ქვემოთ, წინ - უკან,
მარჯვნივ - მარცხნივ.
I კ
I
I კლასი
სახვი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
სტანდარტი
წლის ბოლოს
მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით
შემოქმედებითობისა და პრაქტიკული
უნარ-ჩვევების განვითარება
|
კომუნიკაცია
და ინტერპრეტაცია
|
ხელოვნების აღქმა კონტექსტში
|
გ.I.1. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ერთი ან რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის
შექმნისას.
ს.გ.I.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების
შედეგის ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.I.4 .
მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა
და წარმოსახვის მეშვეობით.
ს.გ.I.5. მოსწავლეს შეუძლია მარტივი შრომითი
საქმიანობის ელემენტარული უნარ-ჩვევების გამომჟღავნება.
ს.გ.I.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
|
ს.გ.I.7.
მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური
ნამუშევრები, გამოთქვას აზრი საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
ს.გ.I.8.
მოსწავლე პატივს სცემს საკუთარ
და სხვის ნამუშევარს.
ს.გ.I.9. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ს.გ.I.10. მოსწავლე იცნობს ელემენტარულ ტერმინებს და შეუძლია მათი გამოყენება.
|
ს.გ.I.11.
მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან ხელოვნების
ზოგიერთი დარგი
და ჟანრი და დააკავშიროს ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
ს.გ.I.12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების
ნაწარმოების შინაარსი საკუთარ გამოცდილებასთან.
|
წლის ბოლოს
მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობისა და პრაქტიკული
უნარ-ჩვევების განვითარება
ს.გ.I.1. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს სახვითი
ხელოვნების ერთი
ან რამდენიმე ძირითადი
ელემენტი
და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ნამუშევარში
იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს (სქელს და წვრილს, სწორს, ტალღოვანს, ტეხილს,
წყვეტილს, კონტურს);
·
ფერების
შეზავებით იღებს ახალ ფერებს;
·
ქმნის მარტივ ორნამენტებს განმეორებადი ხაზების, ფერებისა
და გეომეტრიული ფიგურებისაგან;
·
ირჩევს სასურათე სიბრტყის ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ
პოზიციას მოცემულობის შესაბამისად.
ს.გ.I.2. მოსწავლეს
შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს ფანქრებს, პასტელს, ფლომასტერებს, გუაშის
საღებავებს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრის შესაქმნელად;
·
ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბუნებრივი მასალით ქმნის
აპლიკაციას, კოლაჟს;
·
აწყობს მოზაიკას სხვადასხვა მასალით (ჭრის, ხევს, აწებებს
ქაღალდებს, ფოთლებს და ა.შ.);
·
ქმნის
პლასტილინისგან მარტივ ფორმებს.
ს.გ.I.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია
დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გარემოში
ამოიცნობს და ასახელებს მარტივ გეომეტრიულ ფორმებს (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე)
და გამოსახავს ნამუშევარში;
·
ამოიცნობს,
ასახელებს და გამოსახავს ნამუშევარში ბუნებაში არსებულ ფერებს და ფორმებს.
ს.გ.I.4 . მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების
შექმნა
შთაბეჭდილებებისა და
წარმოსახვის მეშვეობით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ნამუშევარში
ასახავს მიღებულ შთაბეჭდილებებს;
·
გამოსახავს
წარმოსახვით შექმნილ პერსონაჟებს;
·
გამოსახავს
წარმოსახვით გარემოს;
·
ხატავს
ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟებს და ეპიზოდებს.
ს.გ.I.5. მოსწავლეს შეუძლია მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარული
უნარ- ჩვევების გამომჟღავნება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გაკვეთილზე მოდის
საჭირო აღჭურვილობით;
·
ალაგებს სამუშაო ადგილს, რეცხავს და ინახავს
სამუშაო იარაღებსა და მასალას;
·
იცავს უსაფრთხოების წესებს;
·
იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის
შესრულებისას.
ს.გ.I.6.მოსწავლეს შეუძლია მუშაობა
ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში;
·
ცდილობს დასმული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად
და მეწყვილესთან ერთად.
მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ.I.7. მოსწავლეს
შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები, გამოთქვას აზრი საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საკუთარი და/ან ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას
განმარტავს, რას ასახავს ნამუშევარში;
·
უსვამს თანაკლასელს კითხვებს მისი ნამუშევრის შესახებ;
·
უზიარებს თანაკლასელებს შთაბეჭდილებებს წარმოდგენილი
ნამუშევრის შესახებ (მომწონს, არ მომწონს);
·
უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
·
აცდის სხვებს აზრის გამოთქმას.
ს.გ.I.8.
მოსწავლე პატივს
სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მხარს
უჭერს და ამხნევებს თანაკლასელებს მუშაობის დროს;
·
უფრთხილდება (არ აზიანებს) სხვის და საკუთარ
ნამუშევრებს.
ს.გ.I.9.
მოსწავლე
მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი
თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს საკლასო ზეიმში;
·
მონაწილეობს საკლასო გამოფენაში;
·
დადის მუზეუმებში და გამოფენებზე;
·
დადის ექსკურსიებზე და ეცნობა კულტურულ მემკვიდრეობას.
ს.გ.I.10. მოსწავლე იცნობს ელემენტარულ ტერმინებს და შეუძლია მათი
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს ნამუშევარში და ასახელებს სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების მისთვის ნაცნობ ელემენტებს;
·
ჩამოთვლის მასალას და იარაღებს, რომლებიც
გამოიყენა ნამუშევარში;
·
საუბრისას სწორად იყენებს ელემენტარულ ტერმინებს, რეაგირებს
მასწავლებლის კომენტარზე (ესმის და ასრულებს მითითებას, მაგ., დახატოს პეიზაჟი ან
პორტრეტი).
მიმართულება:
ხელოვნების
აღქმა კონტექსტში
ს.გ.I.11. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან
ხელოვნების ზოგიერთი დარგი და ჟანრი და დააკავშიროს
ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჩამოთვლის
ხელოვნების დარგებს (მხატვრობა, მუსიკა, კინო, თეატრი და სხვ.) და გამოყოფს
თითოეული დარგისთვის დამახასიათებელ
მთავარ ნიშანს (ფერი, ბგერა, მოძრაობა);
·
ასახელებს
ხელოვნების ცალკეულ
დარგთან დაკავშირებულ პროფესიებს;
·
ჩამოთვლის
საოპერო, საბალეტო, თეატრალურ წარმოდგენებს, რომლებსაც დასწრებია და საუბრობს მიღებულ შთაბეჭდილებაზე;
·
ჩამოთვლის
სახვითი ხელოვნების ძირითად ჟანრებს (ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი);
·
საუბრობს საყვარელ ილუსტრირებულ წიგნებზე;
·
ასახელებს არქიტექტურულ ძეგლებსა და ქანდაკებებს, რომლებიც
უნახავს.
ს.გ.I.12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს
ხელოვნების
ნაწარმოების შინაარსი საკუთარ გამოცდილებასთან.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ათვალიერებს
ნაწარმოებებს, საუბრობს მათ შინაარსზე
(სიუჟეტები, სცენები, მოვლენები და სხვ.) და მათგან მიღებულ შთაბეჭდილებაზე;
·
ასახელებს
ცხოველებს, მცენარეებს, საგნებს, რომლებიც ასახულია ხელოვნების კონკრეტულ
ნაწარმოებში;
·
ამოიცნობს
ხელოვნების ნაწარმოებში ასახულ წელიწადის დროებს.
პროგრამის
შინაარსი
სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:
ხაზი (წვრილი, სქელი, სწორი,
ტალღოვანი, ტეხილი, წყვეტილი; კონტური), ფერი (ძირითადი, შედგენილი). კომპოზიციური
განაწილების საფუძველი - ვერტიკალური
ან ჰორიზონტალური ფორმატის შერჩევა, ფორმატზე გამოსახულების განაწილება.
რეკომენდებული
ვიზუალური მასალა:
სხვადასხვა ტიპის ხაზი და ფერი – მაგალითად, პირველყოფილი
ადამიანის მხატვრობა (ლასკოს გამოქვაბული), ვინსენტ ვან გოგის, ვასილი
კანდინსკის, ხუან მიროს და სხვათა
ნაწარმოებები.
მარტივი ორნამენტი (განმეორებადი
ხაზების, ფერებისა და გეომეტრიული ფიგურებისგან შემდგარი) - მაგალითად,
ხევსურული ხალიჩისა და სამოსის ორნამენტი, ბერძნული მეანდრის მარტივი ვარიანტი და
სხვა.
მასალა და იარაღი:
ფანქარი (ფერადი, უბრალო), პასტელი,
ფლომასტერი, გუაში, ფერადი ქაღალდი, მუყაო, პლასტილინი, ბუნებრივი მასალა (ფოთოლი,
გირჩა, მარცვლეული და სხვ.); ფუნჯი, მაკრატელი, წებო.
ტექნიკა და პროცედურა:
ფერწერა, გრაფიკა, აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა; ძერწვა,
დახევა, დაჭრა, დაწებება.
რეკომენდებული
ვიზუალური მასალა:
აპლიკაცია და კოლაჟი - მაგალითად, ანრი მატისის, პაბლო პიკასოს და სხვათა
ნაწარმოებები; მოზაიკა - პომპეის
მოზაიკის ორნამენტული ფრაგმენტები და სხვა.
დაკვირვება გარემოზე:
ფორმის, ფერის,
ხაზების ამოცნობა.
მხატვრული იდეების წყაროები
წარმოსახვა, საკუთარი ფანტაზიის მიხედვით
შექმნილი სურათები; გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები,
ზღაპრები, მხატვრული ლიტერატურა;
მხატვრული და ანიმაციური ფილმები;
საკონცერტო, თეატრალური, საცირკო წარმოდგენა.
სავარაუდო
თემები და აქტივობები:
“ფერთა სამეფო”, “შემოდგომა”, „სკოლა“, “მხიარული მატარებელი”, “ახალი წელი”, “წყალქვეშა
სამყარო”, “ჩემი ქალაქი/სოფელი” და სხვ.;
სავარჯიშოები ფერების შეზავებაზე ახალი ფერის მისაღებად; სავარჯიშოები
პარალელური, ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დახრილი ხაზებით; წერტილების შეერთებით
გამოსახულების მიღება; ჭიქის ძირის, ხელის მტევნის შემოხაზვა, გაფერადება;
ნამუშევარში გეომეტრიული ფორმების გამოყენება.
შრომითი
საქმიანობა:
აღჭურვილობის მოტანა-მოწესრიგება, სამუშაო ადგილის დალაგება, დროის ლიმიტისა
და უსაფრთხოების წესების დაცვა.
მუშაობის სტრატეგია:
მუშაობა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან,
გუნდურად.
ღონისძიებები:
საკლასო გამოფენა, ზეიმი, ექსკურსიები
მუზეუმებში, გალერეებში და ქალაქგარეთ კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით.
წარდგინება:
ნაცნობი აუდიტორიის წინაშე ნამუშევრის
წარდგენა (საუბარი ნამუშევარზე), კითხვების დასმა, პასუხის გაცემა,
შთაბეჭდილებების გაზიარება, სხვისი აზრის ყურადღებით მოსმენა, პატივისცემის გამჟღავნება
სხვისი ნამუშევრის და აზრის მიმართ, ელემენტარული ტერმინების გამოყენება.
ხელოვნების აღქმა კონტექსტში:
ხელოვნების დარგების გაცნობა (სახვითი
ხელოვნება, მუსიკა, კინო, თეატრი და სხვ.); ხელოვნების დარგებზე და ნაცნობ
ნიმუშებზე საუბარი; სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ჟანრის გაცნობა (პორტრეტი - ნიკო
ფიროსმანი და სხვ. ნატურმორტი - ვინსენტ ვან გოგი და სხვ. პეიზაჟი - ელენე
ახვლედიანი და სხვ.); ვიზუალური მასალის დათვალიერება, საუბარი შთაბეჭდილებებზე,
ნაწარმოების შინაარსზე, მისი დაკავშირება საკუთარ გამოცდილებასთან; გამოყენებითი ხელოვნება -
არქაული ხანის ბერძნული კერამიკა.
I კლასი
სპორტი
სტანდარტი
წლის
ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით
მიმართულება
|
||
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
|
მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები
|
აქტიური მონაწილეობა
|
სპ.I.1. მოსწავლეს
შეუძლია დაიცვას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარული წესები.
|
სპ.I.2.
მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს
ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევები
(გადაადგილება - ხტომა, რბენა;
მანიპულირება - გადაგდება, დაჭერა; წონასწორობის შენარჩუნება - გადახტომა,
დახტომი.
|
სპ.I.3.
მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება
ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში.
სპ.I.4. ფიზიკურ
აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის
დასახვა, ადამიანებთან
ურთიერთობა, სხვისი ინტერესების
გათვალისწინება.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
და მათი ინდიკატორები
მიმართულება: ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
სპ.I.1. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას
პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარული წესები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჩამოთვლის ჯანმრთელობისათვის მავნე საკვებს;
·
აღწერს კბილებისა და სხეულის მოვლის პროცედურებს;
·
აღწერს საყოფაცხოვრებო ტექნიკის (მათ შორის,
ელექტროტექნიკის) უსაფრთხო ექსპლუატაციის
წესებს;
·
საუბრობს, რა პოტენციური საფრთხე შეიძლება ელოდეს
სახლში, სკოლაში და გარემოში (ხანძარი, სხეულის დაზიანება, მზის არასასურველი
ზეგავლენა, საკვებით მოწამვლა და ა.შ.);
·
ჩამოთვლის იმ ადამიანებს, რომელთაც
შეუძლიათ დახმარების გაწევა
(მეხანძრე, ექიმი, პოლიციელი) და აღწერს, როგორ უნდა დაუკავშირდეს მათ (ასახელებს
საპატრულო პოლიციის, სახანძროს, სასწრაფო დახმარების ტელეფონის ნომრებს);
·
ასახელებს თამაშისათვის უსაფრთხო (სახლის, სკოლის ეზო,
სპორტული დარბაზი) და საშიშ (მდინარე, სამანქანო გზა, ნაგვის ბუნკერი) ადგილებს;
·
საუბრობს, როგორ უნდა მოიქცეს უცნობ პირებთან ურთიერთობისას;
·
ასახელებს კომპიუტერისა
და ტელევიზორის დადებით და
უარყოფით მხარეებს.
მიმართულება: მოძრაობა
და მოტორული უნარ-ჩვევები
სპ.I.2.
მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის
აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევები (მაგ., გადაადგილება - ხტომა, რბენა; მანიპულირება - გადაგდება, დაჭერა; წონასწორობის შენარჩუნება - გადახტომა,
დახტომი).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იწყებს ან წყვეტს მოძრაობას (სიარული, რბენა, ხტომა) მასწავლებლის
ნიშანზე;
·
მითითების თანახმად მოძრაობს (მიდის, მირბის, ხტის)
სხვადასხვა მიმართულებით: მარტო, სხვებთან ერთად და სიჩქარის ცვლით;
·
მოძრაობს სხვადასხვა ტრაექტორიით (სწორ ხაზზე, წრიულად,
ზიგზაგისებურად);
·
ერთი ან ორი ხელით ტყორცნის მიზანში სხვადასხვა ზომის
ბურთებს;
·
ერთი ან ორი ხელით იჭერს მიწოდებულ სხვადასხვა ზომის
ბურთებს;
·
იცავს წონასწორობას ხტომის დროს;
·
ცალ ფეხზე მდგომი იცავს წონასწორობას რაიმე საყრდენის ან
აღჭურვილობის გარეშე;
·
ასრულებს რიტმულ მოძრაობებს მუსიკის თანხლებით.
მიმართულება:
აქტიური მონაწილეობა
სპ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის
მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
მონაწილეობს
პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სახის ფიზიკურ აქტივობაში (ტანვარჯიში,
მძლეოსნობა, ცეკვა, მოძრავი
თამაშები და შეჯიბრებები);
·
ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს,
ყურადღებით ეკიდება და ითვისებს ახალ მოძრაობებს.
სპ.I.4. ფიზიკურ აქტივობებში
მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
უნარ-ჩვევები, როგორებიცაა:
მიზნის დასახვა,
ადამიანებთან ურთიერთობა, სხვისი
ინტერესების გათვალისწინება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
იცავს თამაშის წესებს;
·
აცნობიერებს და იცავს გუნდური თამაშის წესებს;
·
არის თავაზიანი და ცდილობს გაითვალისწინოს
სხვისი ინტერესები;
·
ცდილობს გაუფრთხილდეს
სხვა მოთამაშეებსა
და სპორტულ ინვენტარს;
·
ამჟღავნებს ტოლერანტულ დამოკიდებულებას განსაკუთრებული
საჭიროების მქონე თანატოლებისადმი.
0 коммент.:
Отправить комментарий